“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ გურამ ფალავანდიშვილის სახლში და “ალტ-ინფოს” ოფისში საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვახტანგ გომელაურს პარლამენტში მისვლის წინ თავის მოწონება სურს.
მისი განცხადებით, 5 ივლისის ყველა ორგანიზატორი და შემსრულებელი უნდა დაისაჯოს, ხელისუფლება კი – გადადგეს.
“რა ჩხრეკა, რის ჩხრეკა, ეკრანებზე ჩანს ყველაფერი, მაგრამ ვახტანგ გომელაურს ახლა, პარლამენტში მოსვლის წინ უნდა თავის მოწონება და ვერ მოიწონებს, რადგან დამნაშავეა ხელისუფლება, რომელმაც მოძალადეები წაახალისა და დროზე არ დასაჯა.
5 ივლისის ორგანიზატორები და შემსრულებლები სასწრაფოდ უნდა დაისაჯონ, ხოლო ხელისუფლებამ უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობა უნდა გადადგეს”, – განაცხადა გოცირიძემ.