spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რომან გოცირიძე – როგორც ჩანს, ივანიშვილს დადებული აქვს პირობა რუსეთის წინაშე, რომ უკრაინას ნულოვანი დახმარება გაუწიოს

როგორც ჩანს, ივანიშვილს დადებული აქვს პირობა რუსეთის წინაშე, რომ უკრაინას ნულოვანი დახმარება გაუწიოს, – ამის შესახებ Front News-ს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა რომან გოცირიძემ უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის განცხადების კომენტირებისას  განაცხადა. 

 

გოცირიძის თქმით, ჰუმანიტარულ დახმარებაზე ერთთვიანი დუმილი არის საქართველოს იმიჯის დამაზიანებელი. 

 

“სამარცხვინოდ რომ იქცევა საქართველოს ხელისუფლება, ეს არახალია, მაგრამ თუ აქამდე დაეცემოდა, ძნელი წარმოსადგენი იყო. თავის მოჭრაა ქვეყნისთვის, როცა ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა ელემენტარულად, გენერატორებითაც კი არ ეხმარება. 

 

როგორც ჩანს, ივანიშვილს დადებული აქვს პირობა რუსეთის წინაშე, რომ უკრაინას გაუწიოს ნულოვანი დახმარება“, – განაცხადა გოცირიძემ.

 

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებით, საქართველოს მთავრობას უკრაინის გენერატორებითა და ტრანსფორმატორებით დახმარების თხოვნით ერთი თვის წინ მიმართეს, თუმცა  პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები