spot_img
spot_imgspot_img
spot_img

რომან გოცირიძე – საერთაშორისო იზოლაციის პირობებში ქვეყნის უცხოური ვალუტის რეზერვების ზრდა 2025 წელს ვერ მოხდება

2024 წელს ქვეყნის იმპორტი იყო 17 მილიარდი დოლარი. ეროვნული ბანკის რეზერვების მოცულობა 2024 წლის ბოლოს შეადგენდა 4,4 მილიარდ დოლარს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო იზოლაციის პირობებში  ქვეყნის უცხოური ვალუტის რეზერვების ზრდა 2025 წელს ვერ მოხდება.

“2024 წელს ქვეყნის იმპორტი იყო 17 მილიარდი დოლარი, ანუ თვეში საშუალოდ 1,42 მილიარდი დოლარი. ეროვნული ბანკის რეზერვების მოცულობა 2024 წლის ბოლოს შეადგენდა 4,4 მილიარდ დოლარს, რაც 3 თვის იმპორტის ტოლია. წმინდა რეზერვები ამ რიცხვზე მნიშვნელოვნად ნაკლებია.

საერთაშორისო იზოლაციის პირობებში ქვეყნის უცხოური ვალუტის რეზერვების ზრდა 2025 წელს ვერ მოხდება, პირიქით, მისი მოცულობის შემცირებაა მოსალოდნელი, რაც კრიტიკულს ხდის მდგომარეობას”, – წერს რომან გოცირიძე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები