spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რომან გოცირიძე – საკონსტიტუციო სასამართლოს ეს სარჩელი წარმოებაში რომ მიეღო, ეგ იქნებოდა გასაკვირი

საკონსტიტუციო სასამართლოს ეს სარჩელი წარმოებაში რომ მიეღო, ეგ იქნებოდა გასაკვირი, რადგან ისინი მოსამართლეები კი არ არიან, არამედ ბიძინა ივანიშვილის მოსამსახურე ლაქიები არიან და მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, რასაც დაავალებს “ქართული ოცნება“, – ამის შესახებ Front News-ს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას” თავად შეჰყავს ქვეყანა  კრიზისში, რადგან კრიზისიდან გამოსვლის გზა ხელახალი არჩევნებია.

“საკონსტიტუციო სასამართლოს ეს სარჩელი წარმოებაში რომ მიეღო, ეგ იქნებოდა გასაკვირი, რადგან ისინი მოსამართლეები კი არ არიან, არამედ ბიძინა ივანიშვილის მოსამსახურე ლაქიები არიან და მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, რასაც დაავალებს “ქართული ოცნება“. ამ აქციების დროს, „ქართულმა ოცნებამ“, სასწრაფოდ უბრძანა, რომ არ გაეწელათ ეს საქმე, ტურავაა თუ ვინც არის, რომელმაც განაცხადა, რომ ჩვენ მშვიდად და წყნარად ერთი თვის განმავლობაში განვიხილავთო, მაგრამ დაჩქარებულად გააკეთეს იმის გამო, რომ ეს არის ერთ-ერთი გზა ამ კრიზისის გადაჭრისა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლო ეს არჩევნები გამოეცხადებინა არაკანონიერად და მშვიდობიანი გზით მომხდარიყო მომავალი არჩევნების დანიშვნა. ბუნებრივია, რომ ხალხიც ამას მოითხოვს, სალომე ზურაბიშვილმაც ეს მოითხოვა და საერთაშორისო თანამეგობრობაც ამას ითხოვს.

“ქართულ ოცნებას“ თავად შეჰყავს ქვეყანა  კრიზისში, რადგან კრიზისიდან გამოსვლის გზა ხელახალი არჩევნებია“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლომ  26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობაზე, პრეზიდენტისა და პოლიტიკური პარტიების სარჩელი წარმოებაში არ მიიღო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები