spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რომან გოცირიძე – საქართველოს დამხმარე არავინ ეყოლება ამ ხელისუფლების ხელში, ამიტომ ყველაფერი არის ჩვენს ხელში

საქართველოშიც ბელარუსის რეჟიმის მსგავსი სიტუაცია იქნება, თუმცა ბელარუსი შეინახა რუსეთმა, ჩვენ დამხმარე არავინ გვეყოლება ამ ხელისუფლების ხელში, – ამის შესახებ Front News-ს ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, სრულ საერთაშორისო იზოლაციაში მოექცევა “ქართული ოცნების” ხელისუფლება, თუ შეძლებენ ძალაუფლების შენარჩუნებას.

“ყველა დასავლური სახელმწიფო, ევროკავშირი, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ბრიტანეთი, რომელმაც ასევე გააკეთა განცხადება და ამას სულ მალე მიყვება სხვა სახელმწიფოებიც, როგორიცაა კანადა, იაპონია. სრულ საერთაშორისო იზოლაციაში მოექცევა “ქართული ოცნების” ხელისუფლება, თუ მათ შეძლეს ძალაუფლების შენარჩუნება, თუმცა ეს შეუძლებელია, გარდა ტოტალური გაყალბებისა. ქვეყანა მოექცევა საერთაშორისო ფინანსურ იზოლაციაში, პოლიტიკურ იზოლაციაში, არ შემოვა დახმარებები, კრედიტები, სესხები, გაჩერდება ყველაფერი და ლარი ჩამოიშლება. აი, ეს არის ძალიან მარტივი შინაარსი და თუ ვინმე, ჯერ კიდევ, არის გაკვირვებული “ქართული ოცნების” პროპაგანდით, უნდა გააცნობიეროს, რა სახელმწიფოში მოუწევთ ცხოვრება.

ბელარუსის რეჟიმი რომ გავიხსენოთ, საქართველოშიც მსგავსი იქნება, ოღონდ ბელარუსი შეინახა რუსეთმა, თავისი იაფი გაზით, ნავთობით და რუსეთში ინტეგრირებული სახელმწიფოა და ჰყავს დიდი მეზობელი დონორი. საქართველოს დამხმარე არავინ ეყოლება ამ ხელისუფლების ხელში, ამიტომ ყველაფერი არის ჩვენს ხელში, არჩევნები ჩვენ გვიჭირავს”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები