spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რომან გოცირიძე – საყოველთაო პროტესტი 25 ნოემბერს მიაღწევს პიკს და ძალიან ბევრ უსამართლო გადაწყვეტილებაზე იქნება პასუხი

ჯერჯერობით მხოლოდ ერთი სარჩელია დარეგისტრირებული და ეს პრეზიდენტის სარჩელია, ხვალ 34 დეპუტატის კონსტიტუციური უფლებების გამოყენებით წარდგენილი სარჩელი დარეგისტრირდება და საკონსტიტუციო სასამართლო, ალბათ, ამ ორივეს ერთად განიხილავს, აბა დროს ხომ არ დაკარგავენ ცალ-ცალკე განხილვით, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “საინტერესოა 25 რიცხვამდე საკონსტიტუციო სასამართლო, როგორ გამოიძვრენს თავს და როგორ მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც “ქართულმა ოცნებამ“ დაავალა”.

“ყოველთვის უნდა იყოს გამოყენებული ყველა სამართლებრივი ზომა და როდესაც ამოიწურება სამართლებრივი არგუმენტები, მაშინ გაცილებით მძლავრად ჟღერს არასამართლებრივი არგუმენტები და სამართლებრივი არის ის, რაც ხდება ქუჩაში, საყოველთაო პროტესტი, რომელიც 25 რიცხვში მიაღწევს პიკს და ძალიან ბევრ უსამართლო გადაწყვეტილებაზე იქნება პასუხი, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებებზე.

ჯერჯერობით მხოლოდ ერთი სარჩელია დარეგისტრირებული და ეს პრეზიდენტის სარჩელია, ხვალ 34 დეპუტატის კონსტიტუციური უფლებების გამოყენებით წარდგენილი სარჩელი დარეგისტრირდება და საკონსტიტუციო სასამართლო, ალბათ, ამ ორივეს ერთად განიხილავს, აბა დროს ხომ არ დაკარგავენ ცალ-ცალკე განხილვით. ამ სამართლებრივ განხილვებში უნდა შევიდეს საკონსტიტუციო სასამართლო და დაველოდოთ როგორ გამოიძვრენენ თავს და როგორ მიიღებენ 25 რიცხვამდე იმ გადაწყვეტილებას, რაც დაავალა, რა თქმა უნდა “ქართულმა ოცნებამ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები