სავიზო შეზღუდვები ეს არის მხოლოდ პირველი ეტაპი, პრელუდიაა, მოსამზადებელი პერიოდი, რომელსაც მოჰყვება უფრო დიდი და მნიშვნელოვანი სანქციები, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლამდე არ არის მოსალოდნელი ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება.
“სავიზო შეზღუდვები ეს არის მხოლოდ პირველი ეტაპი, პრელუდიაა, მოსამზადებელი პერიოდი, რომელსაც მოჰყვება უფრო დიდი და მნიშვნელოვანი სანქციები ისეთი, როგორიც დაუწესა უკრაინამ ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახს, მის გარემოცვას. ნელ-ნელა ეს ყველაფერი მივა ლოგიკურ დასასრულამდე. ბევრ რამეს ვნახავთ ჩვენ წინ.
“ქოცური” პროპაგანდა შეიძლება ამბობს – როგორ დააფასეს ჩვენი ბელადი, მაკრონმა დაურეკაო, სინამდვილეში, ვინ არის ბიძინა ივანიშვილი მაკრონისთვის, ან საერთოდ ვინაა სამართლებრივი თვალსაზრისით?!
საფრანგეთის ხელისუფლება პასუხისმგებელია საქართველოში არსებულ მოვლენებზე. ბიძინა ივანიშვილი არის საფრანგეთის მოქალაქე, ის საქართველოში ამყარებს ავტორიტარულ რეჟიმს. ეს არის კომიკური, მაგრამ არის ფაქტი.
მე არ ველოდები, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლამდე ივანიშვილს დაუწესდეს სანქციები. ასჯერ იქნებოდა ფინანსური სანქციები რომ არა ის, რომ ძნელია გამიჯნო ხელისუფლების წევრისადმი სანქცია”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.