შავი დღე უდგას ამერიკულ ბიზნესს ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკის რეალურად განხორციელების დაწყების ფონზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თითქმის ყველა დიდი კომპანიის აქციების ღირებულება მნიშვნელოვნად ეცემა.
“შავი დღე უდგას ამერიკულ ბიზნესს ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკის რეალურად განხორციელების დაწყების ფონზე. პირველ რიგში ეს ეხება სატარიფო ომს. თითქმის ყველა დიდი კომპანიის აქციების ღირებულება მნიშვნელოვნად ეცემა. ყველაზე დიდი დარტყმა მიადგა ექსცენტრიული ბიზნესმენისა და პოლიტდილეტანტის, ილონ მასკის “ტესლას” აქციებს. მისი ღირებულება ბოლო სამ თვეში თითქმის განახევრდა, 120 მილიარდ დოლარზე მეტით შემცირდა.
დიდი გაურკვევლობაა მოსალოდნელი მომავალში”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.