spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რომან გოცირიძე – თუ გაუქმდება თავისუფალი უვიზო რეჟიმი და სხვა სიკეთეები, ეს იქნება ამ პირების მოღალატეობრივი საქმიანობის შედეგი

ესენი იმსახურებენ, რომ არცერთი არ შეუშვან ევროპაში, თუმცა მათ მიმართ განხორციელებული სანქციები ნიშნავს ქვეყნის წინააღმდეგ სანქციას, – ამის შესახებ Front News-თან ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, თუ უვიზო მიმოსვლას საფრთხე შეექმნება, ეს ხელისუფლების მოღალატეობრივი ქცევის შედეგი იქნება.

 

“ესენი იმსახურებენ, რომ არცერთი არ შეუშვან ევროპაში. ბევრს იქ ბიზნესები აქვთ, მათი შვილები იქ სწავლობენ.  ერთია, ისინი რას იმსახურებენ და მეორე ის, რომ მათ მიმართ განხორციელებული სანქციები, როგორც ქვეყნის მართვაში მონაწილე პირებისა, ეს ნიშნავს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციას და ხელისუფლების წინააღმდეგ სანქცია ნიშნავს ქვეყნის წინააღმდეგ სანქციას. 

 

თუ გაუქმდება თავისუფალი უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი და ის სიკეთეები, რაც ამ ქვეყანამ 30-წლიანი წვალების შედეგად მიიღო ჩვენი დასავლელი პარტნიორების დახმარებით, ეს რა თქმა უნდა, იქნება ამ პირების მოღალატეობრივი საქმიანობის შედეგი. 

 

არ არსებობს არც “ოცნება” და არც დეპუტატები, ესენი არიან მარიონეტები. ბიძინა ივანიშვილს თავში რა დაარტყამს და რამდენად მიიღებს ის ნებართვას რუსეთისგან, ამაზეა ყველაფერი დამოკიდებული”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს ევროპარლამენტარები მიმართავენ. 4 პოლიტიკური ჯგუფის დეპუტატები ჯოზეფ ბორელს მოუწოდებენ, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას “ქართული ოცნების” იმ ლიდერებისა და წევრების წინააღმდეგ, ვინც მხარს უჭერენ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები