ოქტომბერში, წინასაარჩევნოდ, მოხდა კატასტროფა. ამას მხოლოდ 25 ნოემბერს გაამხელს ეროვნული ბანკი, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, სექტემბერ-ოქტომბრის თვეში სულ 700 მილიონ დოლარამდე რეზერვები დაიკარგა, რის აღდგენასაც წლები დასჭირდება.
“გამოქვეყნდა ეროვნული ბანკის მიერ სექტემბრის თვეში აუქციონის გარეშე, ფარულად გაყიდული უცხოური ვალუტის რაოდენობა. მან 103,5 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს იმაზე მეტია, ვიდრე ჩვენ ვვანგარიშობდით.
ოქტომბერში, წინასაარჩევნოდ, მოხდა კატასტროფა. ამას მხოლოდ 25 ნოემბერს გაამხელს ეროვნული ბანკი. როგორც აუქციონით, ასევე აუქციონის გარეშე, ჩვენი გაანგარიშებით (რაშიც თითქმის არასდროს ვცდებით), ეროვნულმა ბანკმა გაყიდა დაახლოებით 600 მილიონი დოლარი. სექტემბერ-ოქტომბრის თვეში სულ 700 მილიონ დოლარამდე რეზერვები დაიკარგა. ამის აღდგენას დასჭირდება წლები.
ესაა “ქართულო ოცნების” დანაშაულებრივი პოლიტიკის მხოლოდ ერთი შედეგი, რომელსაც ხელს ეროვნული ბანკი აფარებს”, – წერს რომან გოცირიძე.