უამრავი ბუნდოვანება ხდება ეროვნული ბანკისა და მთავრობის ირგვლივ. ამ ბუნდოვანების ერთ-ერთი ნაწილი ინფორმაციის გასაიდუმლოებაა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეროვნული ბანკის მიერ ინფორმაციის გასაიდუმლოება შესაძლოა, კორუფციას ემსახურებოდეს.
“უამრავი ბუნდოვანება ხდება ეროვნული ბანკისა და მთავრობის ირგვლივ. ამ ბუნდოვანების ერთ-ერთი ნაწილი ინფორმაციის გასაიდუმლოებაა. პირველ ნოემბერს რომ ეროვნულმა ბანკმა უცხოური ვალუტა გაყიდოს ან იყიდოს, ვიგებთ 55 დღის მერე, როდესაც აუქციონების დროს იმავე დღის 5 საათზე ვიგებდით ინფორმაციას. ეს ინფორმაციის დამალვა ემსახურება იმას, რომ ეროვნულმა ბანკმა დაფაროს თავისი დანაშაული, ან კორუფციული ქმედება.
კორუფციაა ინფორმაციის გამოყენება საკუთარი მიზნებისთვის. თუ ვინმეს ინფორმაცია აქვს, ფულის შოვნაც შეუძლია.
გავიგეთ, რომ ეროვნულ ბანკს უყიდია 124 მილიონი. ეს ნიშნავს, რომ პრიორიტეტები შეიცვალა”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.