spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რომან გოცირიძე – უკეთესი იქნება თუ ოპოზიციური ფლანგი ორი დიდი კოალიციის შეკვრას მოახერხებს

გამოიკვეთა ოთხი პოლიტიკური ბლოკის შემკვრელი სტრუქტურა. ეს უკეთესია ვიდრე მეტი დაქსაქსულობა, თუმცა ოპოზიციური ფლანგის მეტი გამსხვილება კიდევ უფრო უკეთესი იქნება, –  ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, არ უნდა დარჩეს გარეთ რომელიმე პარტია, რომელსაც თუნდაც ნახევარპროცენტიანი მხარდაჭერა აქვს, რადგან ერთი და ორი პროცენტიც მნიშვნელოვანია.

 

“გამოიკვეთა ოთხი პოლიტიკური ბლოკის შემკვრელი სტრუქტურა. ეს უკეთესია ვიდრე მეტი დაქსაქსულობა, თუმცა ოპოზიციური ფლანგის მეტი გამსხვილება კიდევ უფრო უკეთესი იქნება.

 

უკეთესი იქნება თუ ოპოზიციური ფლანგი ორი დიდი კოალიციის შეკვრას მოახერხებს. ჯერ არის დრო და თითოეულ ბლოკს შეუძლია გარეთ დარჩენილი პარტიებით, პოლიტიკური ჯგუფებით და ცალკეული პოლიტიკურად აქტიური პირებით გაძლიერდნენ. არ უნდა მოხდეს ისე, რომ გარეთ დარჩეს რომელიმე პარტია, რომელსაც თუნდაც ნახევარპროცენტიანი მხარდაჭერა აქვს – ერთმა ან ორმა პროცენტმა შეიძლება ბევრი რამ გადაწყვიტოს”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები