პუტინს ეუბნებიან, რომ თქვენს გზას ვადგავართ და დასავლეთს ეუბნებიან, რომ აი, აგერ ჩვენ რუსეთისკენ მივდივართ. ნამუსი არ აქვთ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ოცნების” ნიშანი ტყუილი და დემაგოგიაა.
“ნამუსი არ აქვთ. უზნეო ადამიანები არიან და ამათი საფირმო ნიშანი არის ტყუილი, ორპირობა, დემაგოგია. მოლდოვაში კომუნისტური პარტიაც კი არის წარმოდგენილი.
ამის მიზანია, რომ კიდევ ერთხელ თავს დაესხას წარმოუდგენლად დებილური და არადემოკრატიული იდეებით დასავლეთს და ამავე დროს, რუსეთს აჩვენოს, რომ პუტინის გზას ვადგავართ. რუსული კანონები, რუსული იდეოლოგია და პლუს, რუსული მიზნები. პუტინს ეუბნებიან, რომ თქვენს გზას ვადგავართ და დასავლეთს ეუბნებიან, რომ აი, აგერ ჩვენ რუსეთისკენ მივდივართ”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გამოსვლაზე განაცხადა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა “ქართულ ოცნებას” სჭირდება “ნაციონალური მოძრაობის” გასასამართლებლად.