spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რომან გოცირიძე – ვერ აცნობიერებენ, როცა საკითხი ეხება რუსეთს და საქართველოს დამოუკიდებლობას, ქართველ ხალხში სხვანაირი განცდები იბადება

ნეოკომუნისტები არიან, ვერ აცნობიერებენ, როცა  საკითხი ეხება რუსეთს და საქართველოს დამოუკიდებლობას, მაშინ ქართველ ხალხში სხვანაირი განცდები იბადება. ესენი შევარდნაძის შთამომავლები არიან, – ამის შესახებ Front News-თან ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღებით საქართველო ევროკავშირს ჩამორჩება და პერსონალური სანქციებიც იქნება.

 

“ამათ უნდათ, რომ იურიდიული ხრიკები გამოიყენონ. ისინი იტყვიან, რომ ამ კანონს ახლა კი არ იღებენ, არამედ მიიღებენ მერე, საგაზაფხულო სესიის ბოლომდე. 

 

ორშაბათს გაიტანენ კომიტეტზე, მერე შემოდებენ თაროზე და როცა ევროპის ჩემპიონატი დაიწყება ფეხბურთში და დაინახავენ, რომ ხალხი გადართული იქნება სხვა საქმეებზე, მაშინ შეეცდებიან გამოიტანონ პლენარულ სხდომაზე, მაგრამ მიიღებენ სასტიკ პროტესტს, როგორც აქ, ისე ევროპაში, როგორც ეს მოხდა გუშინ ერთ-ერთ ქართულ თეატრში. წარმოგიდგენიათ? მეფე ლირი იძახდა – “არა რუსულ კანონსო”. 

 

ვერ აცნობიერებენ, როცა საკითხი ეხება რუსეთს და საქართველოს დამოუკიდებლობას, მაშინ ქართველ ხალხში სხვანაირი განცდები იბადება, მაგრამ მათ ეს არ იციან, ესენი შევარდნაძის შთამომავლები არიან, არცერთი ეროვნული მოძრაობის მომხრე არ ყოფილა, ფაქტობრივად ნეოკომუნისტები არიან. 

 

მომენტალურად შეჩერდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რასაც პერსონალური სანქციები მოჰყვება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები