88 წლის ასაკში რომის პაპი ფრანცისკე გარდაიცვალა.
“პაპი ფრანცისკე გარდაიცვალა აღდგომის ორშაბათს, 2025 წლის 21 აპრილს, 88 წლის ასაკში, ვატიკანის სანტა-მარტაში, თავის რეზიდენციაში”, – აღნიშნულია ვატიკანის განცხადებაში.
კარდინალი ხორხე მარიო ბერგოლიო კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლად აირჩიეს 2013 წლის მარტში, მას შემდეგ, რაც პაპი ბენედიქტ XVI გადადგა. ის იყო პირველი ლათინურამერიკული იეზუიტი პაპი და ერთ-ერთი უხუცესი ეკლესიის ისტორიაში.
რომის პაპი ფრანცისკე მძიმე პნევმონიით საავადმყოფოში 14 თებერვალს შეიყვანეს. მისი მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა. ხუთკვირიანი მკურნალობის შემდეგ ის საავადმყოფოდან გაწერეს.