spot_img
spot_imgspot_img
spot_img

რომის პაპს 26 აპრილს დაკრძალავენ

რომის პაპ ფრანცისკეს 26 აპრილს, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე დაკრძალავენ.

ხვალ მის ცხედარს წმინდა პეტრეს ბაზილიკაში გადაასვენებენ, სადაც მორწმუნეებს საშუალება ექნებათ, პატივი მიაგონ მას.

რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად ვატიკანმა ინსულტი დაასახელა.

უკვე ცნობილია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე დასწრებას გეგმავს.

რომის პაპის დაკრძალვას ასევე, შესაძლოა, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაესწროს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები