რომში ვიზიტის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა, სადაც თავის გერმანელ კოლეგას ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.
გერმანიის პრეზიდენტთან მოლაპარაკების შემდეგ, ზელენსკი გაემგზავრა კანცლერ ოლაფ შოლცთან შესახვედრად, სადაც მას სამხედრო პატივით დახვდნენ.
პირისპირ საუბრისა და მცირე ჯგუფებში მორიგი დისკუსიის შემდეგ, დაგეგმილია პრესკონფერენცია.
როგორც ადგილობრივი გამოცემები წერენ, უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის ზუსტი პროგრამა უსაფრთხოების მიზნით არ სახელდება.