spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

როსტომ ჩხეიძე – რადგან ხელისუფლებამ საგარეო ორიენტირის მკვეთრი ცვლილებით ხალხი გამოიწვია, სახალხო მღელვარებამაც არ დააყოვნა

ჩვენი საზოგადოება, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები არ აპირებენ დათმონ ბრძოლით, გარჯით, ოფლითა და სისხლით მოპოვებული დამოუკიდებლობა და კვლავ შერგონ თავი რუსეთის უღელში, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „თავისუფლება“ წევრმა როსტომ ჩხეიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ქვეყნის მოსახლეობის მხრიდან საპროტესტო გამოსვლები ხელისუფლების მიერ საგარეო ორიენტირის მკვეთრმა ცვლილებამ განაპირობა.

 

“საპროტესტო გამოსვლები აღარ უნდა გამხდარიყო აუცილებელი, მაგრამ რადგან ხელისუფლებამ, საგარეო ორიენტირის მკვეთრი ცვლილებით ხალხი გამოიწვია, სახალხო მღელვარებამაც არ დააყოვნა. საპროტესტო გამოსვლის მიზანი იყო, არის და რჩება ერთადერთი – დაანახოს მსოფლიოს, რომ საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა კვლავინდებურად მიისწრაფვის ევროატლანტიკურ სივრცეში დასამკვიდრებლად და მისთვის ყოვლად მიუღებელია ხელისუფლების პოლიტიკა – რუსული ვექტორით რომ აპირებს სვლას დასავლური სამყაროსგან საპირისპიროდ“, – განაცხადა როსტომ ჩხეიძემ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები