ჩვენ აქ არ ვიმყოფებით, როგორც მტრები. აქ არ ვიმყოფებით იმისთვის, რომ ბიძგი მივცეთ რეჟიმის ცვლილებას. მე ვიცი, ზოგჯერ რთულია, როდესაც მეგობარი გაწუხებს, მაგრამ ვალდებული ვართ, ეს გავაკეთოთ. ინტერვენციები ჩვენთვის, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაილ როთმა საქართველოს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ეს განცხადებები დამოუკიდებლად არ იქნება გამოძიებული, მოთხოვნილი იქნება ინდივიდუალური სანქციებს იმათ მიმართ, ვინც პასუხს აგებს ამომრჩეველზე მანიპულაციაზე. ის, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიის პრინციპებს, მან ფასიც უნდა გადაიხადოს.
“მინდა დავიწყო პირადი შენიშვნით – ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ მმართველ პარტიას სურს ჩვენს ნდობას ძირი გამოუთხაროს. ნათლად მოგახსენებთ – ჩვენ წარმოვადგენთ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს. ჩვენ გვაქვს ძალზე განსხვავებული პოლიტიკური წარსული და იდეოლოგიური საფუძველი. ჩვენ წარმოვადგენთ 8 ქვეყანას, მაგრამ ჩვენ ყველა ვეკუთვნით ევროპას, ევროკავშირს, აქ ვიმყოფებით როგორც ქართველი ხალხის მეგობრები. ჩვენ აქ არ ვიმყოფებით, როგორც მტრები. აქ არ ვიმყოფებით იმისთვის, რომ ბიძგი მივცეთ რეჟიმის ცვლილებას. მე ვიცი, ზოგჯერ რთულია, როდესაც მეგობარი გაწუხებს, მაგრამ ვალდებული ვართ, ეს გავაკეთოთ. ინტერვენციები ჩვენთვის, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია. ნორმალური პრაქტიკაა, რომ მაგალითად ჩემი კოლეგები ახდენენ ინტერვენციას, ჩარევას, როდესაც გერმანიაში იქმნება პრობლემები და ვიხილავთ ჩვენი წევრი ქვეყნების მომავალს, ვუზიარებთ ჩვენს პოზიციებს ერთმანეთს როდესაც საქმე ეხება საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, ამიტომ ვართ მყარი ევროპელები, ერთი ოჯახი. ოჯახი ნიშნავს მრავალფეროვნებს. ჩვენ აქ ვიმყოფებით სოლიდარობის გამოსახატავად საქართველოს მოქალაქეების ძალზე დიდი ნაწილისთვის, ვინც მიიღწვის ევროკავშირის წევრობისკენ და სწამს დემოკრატიის ღირებულებების და სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების. ჩვენ ვართ მაღალი რანგის პარლამენტარები, 8 სხვადასხვა ევროპული ქვეყნებიდან, სხვადასხვა პოლიტიკური ოჯახიდან და შეგახსენებთ, რომ მმართველი პარტია მიეკუთვნება ჩემს პარტიულ ოჯახს, მაგრამ სხვადასხვა მიზნებით, ჩვენ შევწყვიტეთ წევრობა, ჩვენ ვართ აქ, რადგან ძალზე შეშფოთებულები ვართ უკანასკნელი არჩევნებით და ანტიდემოკრატიული პოლიტიკით. ბოლო დროის არჩევნები საქართველოში არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. უმრავლესობა საარჩევნო უბნებზე ხმის ფარულობა არ იყო უზრუნველყოფილი, მიდიოდა ამომრჩეველთა მასიური მოსყიდვა, დაშინება.
სანამ ნათელი არ მოეფინება არჩევნებს, ევროკავშირი ვერ აღიარებს ამ არჩევნების ლეგიტიმაციას. თუ ეს განცხადებები დამოუკიდებლად არ იქნება გამოძიებული, ჩვენ მოვითხოვთ ინდივიდუალურ სანქციებს იმათ მიმართ, ვინც პასუხის აგებს ამომრჩეველზე მანიპულაციაზე. ის, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიის პრინციპებს, მან ფასი უნდა გადაიხადოს. ჩვენ უნდა განვიხილოთ ყველა ინსტრუმენტი, ასევე უვიზო რეჟიმის შეწყვეტა. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით“,- განაცხადა როთმა.