გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი აცხადებს, რომ ევროკავშირმა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები არ უნდა აღიაროს.
“თუ მმართველი პარტია ასე დარწმუნებულია თავის პატიოსან გამარჯვებაში, ის აუცილებლად დაუყოვნებლივ დაიწყებს დამოუკიდებელ გამოძიებას გაყალბებასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებაზე. ამის შემდეგ გადაწყვეტილება ახალი არჩევნების შესახებ დამოუკიდებელი ანგარიშის საფუძველზე უნდა იქნეს მიღებული.
ევროკავშირმა არ უნდა აღიაროს ეს არჩევნები”, – წერს როთი.