spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

როთი – იმედია, ყველაფერი ისე იქნება, როგორც გვინდა და ხელს ვერაფერი შეუშლის ევროპულ მომავალს

“უცხოური აგენტების“ კანონი საქართველოში დემოკრატიული კულტურის საწამლავია და უნდა გაუქმდეს, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაილ როთმა განაცხადა.

მისივე თქმით, კრიტიკული, მამაცი არასამთავრობო ორგანიზაციები ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის ხერხემალია.

“ეს სამოქალაქო საზოგადოებაა. კრიტიკული, მამაცი არასამთავრობო ორგანიზაციები ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის ხერხემალია. გმადლობთ პროევროპული ერთგულებისთვის და შთამაგონებელი მუშაობისთვის, იმედია, ყველაფერი ისე იქნება, როგორც გვინდა და ხელს ვერაფერი შეუშლის ჩვენს ევროპულ მომავალს. “უცხოური აგენტების“ კანონი საქართველოში დემოკრატიული კულტურის საწამლავია და ამიტომ უნდა გაუქმდეს“, – განაცხადა მიხაილ როთმა.

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი საქართველოში დღეს ჩამოვიდა. ის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება და ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს.

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე თბილისში მარტის აქციების დროსაც იმყოფებოდა, რის გამოც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ გააკრიტიკეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები