spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

როთი – როგორც არსად, მიმდინარეობს ბრძოლა ნამდვილი ევროპისთვის, თქვენ გაიმარჯვებთ

აქ, როგორც არსად, მიმდინარეობს ბრძოლა ნამდვილი ევროპისთვის, თქვენ გაიმარჯვებთ, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი სოციალურ ქსელში საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით წერს.

მისივე თქმით, საქართველოში მოქალაქეები თავისუფლებისთვის იბრძვიან.

“აქ, როგორც არსად, მიმდინარეობს ბრძოლა ნამდვილი ევროპისთვის, თავისუფლებისა და დემოკრატიის ევროპისთვის, ევროპისთვის, სადაც არ არის შიში და ჩაგვრა. დარჩით უსაფრთხოდ, ძვირფასო მეგობრებო საქართველოში! თქვენ გაიმარჯვებთ!”, – წერს მიხაელ როთი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები