spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“როცა ეძებ შემოვლით გზებს, რომ ეს ვალდებულებები არ შეასრულო, ეს ქვეყნის და სახელმწიფოს დისკრედიტაციას ახდენს”

პარტია “საქართველოსთვის” ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, მმართველი პარტია შარლ მიშელის დოკუმენტის პირობების დარღვევას ცდილობს. 

“შენ როდესაც ხელისუფლება ხარ და ვალდებულებას იღებ საერთაშორისო თანამშრომლობის, საერთაშორისო შუამდგომლობის მედიაციის პირობებში და შეთანხმებას აწერ ხელს, რომელშიც პირდაპირ წერია გარკვეული ვალდებულებები და შემდგომ ეძებ შემოვლით გზებს, რომ ეს ვალდებულებები არ შეასრულო და არ გაითვალისწინო, ეს, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ქვეყნის და სახელმწიფოს დისკრედიტაციას ახდენს. მაგრამ დაუჯერებელია რამდენჯერმე ვუყურე, როგორ ამბობს მოსამართლე, რომ თურმე 2012 წლამდე ჩვენ დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლო გვქონდაო”, – აცხადებს გახარია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები