spot_img
spot_imgspot_img
spot_img

რუბიო აცხადებს, რომ ნაწილობრივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უკრაინის გეგმას “პერსპექტივა აქვს”

საუდის არაბეთში ამერიკელ და უკრაინელ ოფიციალურ პირებს შორის მოლაპარაკებების წინა დღეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ომის დასრულების მიზნით ცეცხლის ნაწილობრივი შეწყვეტის შესახებ უკრაინის წინადადებაში პერსპექტივას ხედავს.

”მე არ ვამბობ, რომ ეს საკმარისია, მაგრამ ეს არის დათმობა, რომელიც უნდა დავინახოთ კონფლიქტის დასასრულებლად”, – აღნიშნა რუბიომ.

მედიის ცნობით, კიევი სამშაბათს აშშ-ის დელეგაციასთან მოლაპარაკებების დროს რუსეთს სავარაუდოდ, საჰაერო და საზღვაო ზავს შესთავაზებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები