spot_img
spot_imgspot_img
spot_img

რუბიო – რუსეთმა მალე უნდა გადაწყვიტოს მზად არის თუ არა მშვიდობისთვის

რუსეთის ფედერაციამ უახლოესი კვირების განმავლობაში უნდა გადაწყვიტოს მზად არის თუ არა სრულმასშტაბიანი ომის დასასრულებლად, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა.

რუბიოს თქმით, დონალდ ტრამპს ომის რაც შეიძლება მალე დასრულება სურს. ამავდროულად, ეს შეიძლება განხორციელდეს ორივე მხარისთვის მისაღები პირობებით.

”და ჩვენ ახლა ამ პირობების პოვნის პროცესში ვართ და მალე გავიგებთ, კვირებში და არა თვეებში, მზად არის თუ არა რუსეთი მშვიდობისთვის. თუ ასეა, მაშინ ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ ომი, ჩვენ უნდა განვახორციელოთ ჩვენი წინადადება”, – აღნიშნა მან.

სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა უნდა იცოდეს მოსკოვის გადაწყვეტილება. უკრაინამ, თავის მხრივ, აჩვენა მზადყოფნა ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებებისთვის სივრცის შესაქმნელად, რასთან დაკავშირებითაც რუსეთი ასევე ვალდებულია, მალე გადაწყვიტოს მზადაა თუ არა მშვიდობისთვის.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები