spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რუმინეთის მმართველმა კოალიციამ განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი განსაზღვრა

რუმინეთის მმართველმა კოალიციამ განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი განსაზღვრა. პირველი ტური მომავალი წლის მარტში უნდა გაიმართოს.

Digi 24 წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დღეს კოალიციამ არჩევნების თარიღები შეათანხმა – პირველი ტური დაგეგმილია 2025 წლის 23 მარტს, მეორე კი 6 აპრილს.

არჩევნების პირველი ტური რუმინეთში 2024 წლის 24 ნოემბერს გაიმართა. შედეგად, მემარჯვენე ცენტრისტული პოლიტიკოსი ელენა ლასკონი და ულტრამემარჯვენე კალინ ჯორჯესკუ მეორე ტურში გავიდნენ. ეს იყო პირველი შემთხვევა 2000 წლის შემდეგ, როცა ნაციონალისტი კანდიდატი მეორე ტურში გავიდა და პოსტკომუნისტურ პერიოდში პირველი შემთხვევა, როცა სოციალ-დემოკრატები მეორე ტურში ვერ გავიდნენ.

რუმინეთში პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 8 დეკემბერს უნდა გამართულიყო ულტრამემარჯვენე კანდიდატ კალინ ჯორჯესკუს და ლიბერალური პარტია “რუმინეთის ხსნის კავშირის” ლიდერ ელენა ლასკონის შორის. კალინ ჯორჯესკუმ, რომელიც არჩევნებამდე აუტსაიდერად ითვლებოდა, 24 ნოემბერს არჩევნების პირველ ტურში მოულოდნელად ყველაზე მეტი ხმა მიიღო და პირველ ადგილზე გავიდა.

6 დეკემბერს რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები გააუქმა.

რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა განაცხადა, რომ კალინ ჯორჯესკუს მხარს უჭერდა უცხო სახელმწიფო, რაც ეროვნული უსაფრთხოების საკითხს წარმოადგენს.

რუმინეთის სადაზვერვო სამსახურის ანგარიშის თანახმად, კალინ ჯორჯესკუს გამარჯვება არ იყო ბუნებრივი შედეგი და მას სახელმწიფო აქტორის მიერ კოორდინირებული სოციალური მედიის კამპანია ხელოვნურად დაეხმარა გამარჯვებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, დოკუმენტებმა აჩვენა, რომ წინასწარ ორგანიზებული მძინარე ქსელი მოულოდნელად გააქტიურდა აპლიკაციაში არჩევნებამდე ორი კვირით ადრე. კალინ ჯორჯესკუ საარჩევნო კამპანიას სოციალური ქსელებით, ძირითადად, “ტიკ-ტოკით“ აწარმოებდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები