spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რუმინეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, ბიძგები კიდევ ოთხ ქვეყანაში იგრძნობოდა

რუმინეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემ 5,3 ბალი შეადგინა. 

 

ბიძგები მეზობელ სერბეთში, ბულგარეთში, ხორვატიაში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში იგრძნობოდა.

 

ინფორმაციას ევროპა-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ინსტიტუტი ავრცელებს.

 

მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა რუმინეთის სამხრეთ-დასავლეთით, ქალაქ კრაიოვაში. 

 

მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ბელგრადში და ასევე ვრშაცში.

 

არსებული ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად არავინ დაშავებულა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები