რუს და ბელარუს დიპლომატებს ევროპარლამენტში შესვლა აეკრძალათ. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა „ტვიტერზე“ წერს.
“დღეიდან რუსეთისა და ბელარუსის დიპლომატიურ და სამთავრობო პერსონალს აეკრძალა ევროპარლამენტის შენობებში შესვლა.
დემოკრატიის სახლში არ არის მათი ადგილი, ვინც დემოკრატიული წესრიგის განადგურებისკენ მიისწრაფის“, – წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი.