ზაპოროჟიეში, საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილებაზე ოკუპანტების თავდასხმას ახალშობილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
რუსების დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკშიც.
“რუსების მხრიდან მორიგი ტერორისტული აქტის შედეგად დაზიანდა 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, პოლიკლინიკის შენობა. სამწუხაროდ, დაიღუპა 2 ადამიანი – 55 წლის ქალბატონი და 68 წლის კაცი, ერთი ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს, ერთს კი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს”, – განაცხადა ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა ოლეგ სინეგუბოვმა.