spot_img
spot_imgspot_img
spot_img

რუსების სარაკეტო დარტყმა კრივი-რიჰზე – დაღუპულია 4 და დაშავებულია 30-ზე მეტი ადამიანი

კრივი-რიჰში, წინა საღამოს სასტუმროს შენობაზე რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა. ცნობილია ოცდაათზე მეტი დაშავებულის შესახებ, მათ შორის ერთი ბავშვია.

დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი ლისაკის განცხადებით, დაღუპულია სამი მამაკაცი და ერთი ქალი.

“დაშავებულია 31, მათ შორის ერთი 13 წლის გოგონაა. დაჭრილთა უმეტესობა ჰოსპიტალიზებულია. 14 მძიმე მდგომარეობაშია”, – განაცხადა ლისაკმა.

ადმინისტრაციის უფროსის თქმით, სასტუმროს გარდა, ქალაქში დაზიანდა: 14 საცხოვრებელი კორპუსი, ფოსტის შენობა, თითქმის ორი ათეული მანქანა, კულტურის დაწესებულება, 12 მაღაზია.

მისივე თქმით, მაშველები ნანგრევების გაწმენდას აგრძელებენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები