spot_img
spot_imgspot_img
spot_img

რუსების თავდასხმა დნიპროზე – მასშტაბური ხანძარი ლიკვიდირებულია, მსხვერპლის რიცხვი გაიზარდა

დნიპროზე რუსების დრონების თავდასხმის შედეგად გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. დანგრეულია სახლები, დაზიანებულია ავტომანქანები და სამაშველო ტექნიკა, დაღუპულია 4 და დაშავებულია 21 ადამიანი.

დაშავებულებს შორის ყველაზე ახალგაზრდა 19 წლისაა, ყველაზე უფროსი – 74 წლის. 13 დაშავებული საავადმყოფოში რჩება.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რუსი ოკუპანტების მიერ დრონების მასიურმა დარტყმამ ქალაქში ნგრევა და ხანძარი გამოიწვია.

ცეცხლი გაჩნდა სარესტორნო კომპლექსს, 11 კერძო სახლს, ავტოფარეხს და ავტოგასამართ სადგურს.

ასევე დაზიანდა მრავალსართულიანი შენობები და 21 მანქანა. გარდა ამისა, დაზიანდა ორი ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.

“ხანძარი ლიკვიდირებულია. სამუშაოებში 150-ზე მეტი მაშველი და 40 ერთეული ტექნიკა იყო ჩართული”, – აცხადებენ სამსახურში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები