რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის კოსტიანტინივკაში სუპერმარკეტი დაბომბეს, ამ დროისთვის ცნობილია სულ მცირე 11 დაღუპულის და 44 დაშავებულის შესახებ.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის იგორ კლიმენკოს ინფორმაციით, ათასი კვადრატული მეტრი ფართობის სავაჭრო ცენტრში ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები მუშაობენ.
მისივე თქმით, დაბომბვის დროს დაზიანდა – საცხოვრებელი კორპუსები; მაღაზიები; ათზე მეტი მანქანა.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ნანგრევების ქვეშ ადამიანები იმყოფებიან.