რუსმა ოკუპანტებმა პოკროვსკის მიმართულებით ტყვედ ჩავარდნილი უკრაინის შეიარაღებული ძალების ექვსი ჯარისკაცი დახვრიტეს. სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს, – ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, ოკუპანტებმა სამი უკრაინელი ჯარისკაცი 23 ოქტომბერს აიყვანეს ტყვედ და შემდეგ უიარაღო სამხედროები დახვრიტეს, კიდევ სამი 1 ნოემბერს მოკლეს.
გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ეს არის ჟენევის კონვენციების დარღვევა და კვალიფიცირდება როგორც საერთაშორისო დანაშაული.
დაწყებულია წინასწარი გამოძიება ომის დანაშაულებზე, რამაც გამოიწვია სამხედრო ტყვეების სიკვდილი (უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
სამართალდამცველები ასევე იძიებენ პოკროვსკის მიმართულებით რუსების მიერ დატყვევებული უკრაინის შეიარაღებული ძალების 16 ჯარისკაცის დახვრეტას, რაც ომის დაწყების შემდეგ ტყვედ აყვანილი უკრაინელი სამხედროების ყველაზე მასშტაბურ ხოცვა-ჟლეტად იქცა.