რუსი ოკუპანტები სუმს დღეს, 14 აპრილს კიდევ ერთხელ დაესხნენ თავს და ამჯერადაც ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს.
სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა, რუსული თავდასხმის შედეგები ზუსტდება.
13 აპრილს, ბზობის კვირას, რუსებმა სუმს ერთდროულად ორი ბალისტიკური რაკეტით ისეთ ადგილზე დაარტყეს, სადაც უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე იყო.
ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 35 და დაშავებულია 117 ადამიანი. დარტყმის შედეგად დაიღუპა 11 წლის ბიჭი და 17 წლის მოზარდი.
რუსებმა შეტევისთვის გამოიყენეს კასეტური საბრძოლო მასალის მქონე რაკეტა – რაც შეიძლება მეტი მსხვერპლის გამოწვევის მიზნით.