spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რუსებმა უიარაღო უკრაინელი ჯარისკაცები დახვრიტეს – ტყვედ აყვანილი ოკუპანტი მომხდარზე საუბრობს  (ვიდეო)

უკრაინულმა დრონმა ოკუპანტების სასტიკი დანაშაულის მომენტი დააფიქსირა. რუსებმა სამი უიარაღო უკრაინელი ჯარისკაცი დაცხრილეს, – ინფორმაციას მე-12 სპეციალური დანიშნულების ბრიგადა “აზოვი” და ომბუდსმენი დიმიტრი ლუბინეცი ავრცელებენ.

მე-12 სპეცდანიშნულების ბრიგადის “აზოვის” ჯარისკაცებმა 49-ე ცალკეულ თავდასხმის ბატალიონთან ერთად ტყვედ აიყვანეს ოკუპანტების იმ ჯგუფიდან ერთი რუსი, რომლებმაც უკრაინელი მებრძოლები სიკვდილით დასაჯეს.

დაკითხვისას დატყვევებულმა რუსმა თქვა, რომ მან, სხვა ოკუპანტებთან ერთად, ბრძანებით ჩაიდინა სისასტიკე.

“არ აიყვანოთ ტყვეები. სროლის ბრძანება გასცეს“, – განაცხადა მან.

უკრაინის ომბუდსმენი აცხადებს, რომ ტყვეების დახვრეტა ომის დანაშაულია.

მისი თქმით, ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოები რუსეთის არმიის მიერ ჩაბარებული უკრაინელი სამხედროების შესაძლო სიკვდილით დასჯისა და მკვლელობის შესახებ.

“დღეს ინტერნეტში კიდევ ერთი ვიდეო გამოჩნდა, სადაც ოკუპანტები, სავარაუდოდ, დონბასში უიარაღო უკრაინელ ჯარისკაცებს ესვრიან. მე როგორც უკრაინის ომბუდსმენი, მოვითხოვ საერთაშორისო თანამეგობრობამ დააფიქსიროს სამხედრო ტყვეებთან მოპყრობასთან და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალთან დაკავშირებით ჟენევის კონვენციის ეს დარღვევები. აუცილებელია ყოველი დანაშაულისა და სათანადო სასჯელის აღრიცხვა და გადამოწმება!“, – განაცხადა ლუბინეცმა.

გუშინ ცნობილი გახდა ოკუპანტების კიდევ ერთი დანაშაულის შესახებ, რომელიც ჯერ კიდევ ზაფხულში მოხდა. რუსმა სამხედროებმა მეთაურების ბრძანდებით, ვოლჩანსკში, 4 უკრაინელი ჯარისკაცი დახვრიტეს.

იქამდე, 1 ოქტომბერს გავრცელდა ვიდეო როგორ კლავენ ტყვედ ჩავარდნილ, 16 უიარაღო უკრაინელ ჯარისკაცს რუსი ოკუპანტები.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები