რუსეთი და ბელარუსი სამხედრო წვრთნებს იწყებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, წვრთნები ათდღიანი იქნება და მასში 30 000-მდე რუსი სამხედრო, ასევე „ეს-400“ სახმელეთო-საჰაერო სარაკეტო სისტემების ორი ბატალიონი და 35 ავიაგამანადგურებელი მიიღებს მონაწილეობას.
წვრთნები 20 თებერვლამდე გაგრძელდება.
დასავლური ქვეყნები შიშობენ, რომ უკრაინის საზღვართან მობილიზებული შეიარაღებული ძალების ფონზე, მოსკოვი შესაძლოა, უკრაინაში შეიჭრას.