spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რუსეთი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობას აჩერებს

რუსეთის სახელმწიფო დუმამ და ფედერაციის საბჭომ მიიღეს განცხადება ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის მონაწილეობის შეჩერების შესახებ. მოსკოვი ასევე შეწყვეტს საწევროს გადახდასაც.

 

“მიკერძოებული დისკრიმინაციული მიდგომები, ორმაგი სტანდარტები და ტოტალური რუსოფობია, მოუმზადებლობა არსებითი დისკუსიისთვის, მიუთითებს ეუთოს საპარლამენტო ურთიერთობის მექანიზმის უკიდურეს დეგრადაციაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

რუსეთს არ მიუღია მონაწილეობა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სულ მცირე ოთხ შეხვედრასა და სესიაში: 2022 წელს დიდ ბრიტანეთში, 2023 წელს კანადასა და სომხეთში, წელს კი ავსტრიაში.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები