რუსეთი, ირანი და ჩინეთი ერთობლივ საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ სამხედრო ურთიერთნდობის გაღრმავების მიზნით, – ამის შესახებ ჩინეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.
ირანალური მედიის ინფორმაციით, წვრთნები სავარაუდოდ ხვალ, ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ პორტში, ჩაბაჰარში დაიწყება.
წვრთნები მოიცავს საზღვაო სამიზნეებზე დარტყმის, ზიანის კონტროლისა და ერთობლივი სამძებრო-სამაშველო სასწავლო კურსებს.
მისი მიზანია სამხედრო ურთიერთნდობის და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავება მონაწილე ქვეყნების ჯარებს შორის.
მოსკოვი, პეკინი და თეირანი მსგავს წვრთნებს ყოველწლიურად ატარებენ. ერთობლივი წვრთნები ბოლოს ომანის ყურეში, გასულ წელს ჩატარდა.