spot_img
spot_imgspot_img
spot_img

რუსეთი საქართველოს საზღვარზე სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამობილიზაციო პუნქტს განათავსებს

ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს საზღვართან, ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან სამხედრო კომისარიატის მობილიზაციის პუნქტი მოეწყობა. 

 

უწყებაში საზღვარზე შექმნილ ვითარებას საქართველოს მიმართულებით გაზრდილი ნაკადის გამო “უკიდურესად დაძაბულს“ უწოდებენ.

 

მისივე ცნობით, რესპუბლიკის შინაგანს საქმეთა მინისტრმა სასაზღვრო სამმართველოს და საბაჟოს ხელმძღვანელებთან გამშვებ პუნქტზე თათბირი გამართა. 

 

“შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს მიმართულებით მოძრავი მსუბუქი მანქანების ნაკადი სერიოზულად იზრდება. მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა, ვითარება რჩება უკიდურესად დაძაბული, რაც მოითხოვს დამატებით ზომების მიღებას მოქალაქეთა უსაფრთხოების ორგანიზების კუთხით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ უკანონო ქმედებებისა და კონფლიქტური სიტუაციების რისკების შესამცირებლად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მოქალაქეებს საზღვრის ფეხით გადაკვეთის უფლება მიეცემათ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები