თბილისი: რუსეთის აგრესიული ქცევის საპასუხოდ, ნატო-მ მხარი დაუჭირა ახლო პარტნიორებს, საქართველოსა და უკრაინას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 70 წლის იუბილეს ეძღვნებოდა.
“რუსეთის აგრესიული ქცევის საპასუხოდ ჩვენ მხარი დავუჭირეთ ახლო პარტნიორებს, საქართველოსა და უკრაინას, სუვერენულ ერებს, რომლებსაც აქვთ სუვერენული უფლება, თავად აირჩიონ გეზი. 2014 წელს რუსეთმა არალეგალურად მოახდინა ყირიმის ანექსირება. პირველად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ერთმა სახელმწიფომ მეორე ქვეყნის ნაწილი მიითვისა.
ჩვენ ვხედავთ რუსეთის ქცევის მაგალითებს. ისინი სამხედრო წარმომადგენლობას ზრდიან არქტიკიდან ხმელთაშუა ზღვამდე და შავი ზღვიდან ბალტიისპირეთში; სამხედრო აგენტის გამოყენება გაერთიანებულ სამეფოში; ასადის მკვლელი რეჟიმის მხარდაჭერა, მუდმივი კიბერთავდასხმები ნატო-ს მოკავშირეებსა და პარტნიორებზე, რომელთა სამიზნე არის ყველაფერი, დაწყებული პარლამენტებიდან და დამთავრებული ელექტროსადგურებით, რთული დეზინფორმაციული კომპანიები და ჩარევა დემოკრატიებში“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.