უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე აგრესორის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაში 12 000-ზე მეტი სამხედრო დაკარგა, თუმცა უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვა აქტიური საომარი მოქმედებების გამო ვერ ხერხდება.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 14.03-მდე:
ტანკები – 389, ჯავშანტექნიკა – 1 249, საარტილერიო სისტემები – 150, MLRS (მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა) – 64, საჰაერო თავდაცვის სისტემები – 34, თვითმფრინავი – 77, ვერტმფრენები – 90, საავტომობილო ტექნიკა – 617, მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 3, ავზები საწვავით და საპოხი მასალებით – 60, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 8.