უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 36 500 (+150) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 06.07-მდე: ტანკები – 1 600 (+6), ჯავშანტექნიკა – 3 789 (+17), საარტილერიო სისტემები – 812 (+6), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 247 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 107 (+2), თვითმფრინავი – 217 (+0), ვერტმფრენები – 187 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 664 (+4), საკრუიზო რაკეტები – 153 (+9).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 15 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 2 648 (+14), სპეციალური ტექნიკა – 65 (+0).