უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 24 900 ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 05.05-მდე: ტანკები – 1 110, ჯავშანტექნიკა – 2 686, საარტილერიო სისტემები – 502, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 171, საჰაერო თავდაცვის სისტემები – 83, თვითმფრინავი – 199, ვერტმფრენები – 155, საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 1 926, მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 11, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 324, სპეციალური ტექნიკა – 38, საკრუიზო რაკეტები – 90.
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.