უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 20 100 ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 16.04-მდე:
ტანკები – 762, ჯავშანტექნიკა – 1 982, საარტილერიო სისტემები – 371, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 125, საჰაერო თავდაცვის სისტემები – 66, თვითმფრინავი – 163, ვერტმფრენები – 145, საავტომობილო ტექნიკა – 1 458, მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 8, ავზები საწვავით და საპოხი მასალებით – 76, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 138, სპეციალური ტექნიკა – 26, გამშვები სისტემა – 4.
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.