უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 33 800 (+200) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 20.06-მდე: ტანკები – 1 477 (+9), ჯავშანტექნიკა – 3 588 (+11), საარტილერიო სისტემები – 749 (+4), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 238 (+3), საჰაერო თავდაცვის სისტემები – 98 (+0), თვითმფრინავი – 216 (+0), ვერტმფრენები – 181 (+0), საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 2 527 (+4), მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 14 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 601 (+3), სპეციალური ტექნიკა – 55 (+0), საკრუიზო რაკეტები – 130 (+0).
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.