უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 19 800 ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 13.04-მდე:
ტანკები – 739, ჯავშანტექნიკა – 1 964, საარტილერიო სისტემები – 358, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 115, საჰაერო თავდაცვის სისტემები – 64, თვითმფრინავი – 158, ვერტმფრენები – 143, საავტომობილო ტექნიკა – 1 429, მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 7, ავზები საწვავით და საპოხი მასალებით – 76, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 132, სპეციალური ტექნიკა – 25, გამშვები სისტემა – 4.
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.