უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 20 600 ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 18.04-მდე:
ტანკები – 790, ჯავშანტექნიკა – 2041, საარტილერიო სისტემები – 381, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 130, საჰაერო თავდაცვის სისტემები – 67, თვითმფრინავი – 167, ვერტმფრენები – 147, საავტომობილო ტექნიკა – 1 487, მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 8, ავზები საწვავით და საპოხი მასალებით – 76, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 155, სპეციალური ტექნიკა – 27, გამშვები სისტემა – 4.
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.