უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ომის დაწყებიდან ერთ თვის შემდეგ რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 15 800 ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 24.03-მდე:
ტანკები – 530, ჯავშანტექნიკა – 1 597, საარტილერიო სისტემები – 280, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 82, საჰაერო თავდაცვის სისტემები – 47, თვითმფრინავი – 108, ვერტმფრენები – 124, საავტომობილო ტექნიკა – 1 033, მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 4, ავზები საწვავით და საპოხი მასალებით – 72, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 50, სპეციალური ტექნიკა – 16.
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.