კიევი: რუსეთის სასაზღვრო გემებმა უკრაინის საზღვაო გემების წინააღმდეგ ღია აგრესიული ქმედებები განახორციელეს.
დღეს, 25 ნოემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების გემებმა, რომლის შემდეგანელობაშია ორი მცირე ზომის ბრონირებული საარტილერიო კატერი – “ბერედიანსკი” და “ნიკოპოლი”, განახორციელეს ოდესის პორტიდან მარიუპოლში დაგეგმილი გასვლა განახორციელეს. უსაფრთხოების მიზნით კი დაგეგმილი გასვლის შესახებ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, წინასწარ გაფრთხილება მოახდინეს.
თუმცა გაერო-ს კონვენციისა და უკრაინასა და რუსეთის შორის აზოვის ზღვასა და ქერჩის სრუტეში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების საწინააღმდეგოდ, რუსეთის სასაზღვრო გემებმა უკრაინის საზღვაო გემების წინააღმდეგ ღია აგრესიული ქმედებები განახორციელეს, რის შედეგადაც ერთ-ერთი გემის ძრავა დაზიანდა.
ოკუპანტების დისპეტჩერიზაცია საერთაშორისო ხელშეკრულებებით გარანტირებული ნავიგაციის თავისუფლების უფლების უზრუნველყოფაზე უარს ამბობს.
რუსეთის ფედერაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი აგრესიული ხასიათი და საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული იგნორირება. უკრაინის საზღვაო ძალების გემები განაგრძობენ ამოცანების შესრულებას საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დაცვით. ყველა უკანონო ქმედება ფიქსირდება უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების გემებისა და გემების ეკიპაჟის მიერ და გადაეცემა კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანოებს.