რუსულმა კომპანია “გაზპრომმა“ „ჩრდილოეთის ნაკად 1“-ით ევროპას გაზის მიწოდება მთლიანად შეუჩერა.
“გაზპრომში” აცხადებენ, რომ მილსადენზე შეზღუდვა სარემონტო სამუშაოების გამო სამი დღე გაგრძელდება.
“ჩრდილოეთის ნაკად 1“-ის მილსადენით გაზის მიწოდება სრულადაა შეწყვეტილი. კომპრესორის ბლოკში გეგმიური სარემონტო სამუშაოები იწყება“, – აღნიშნულია “გაზპრომის“ განცხადებაში.